ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენი ჩამოვარდა

ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენი, რომელიც ცეცხლის ცალკეული კერების ჩაქრობის სამუშაოებაში მონაწილეობდა, ჩამოვარდა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოგვიანებით გაავრცელებს განცხადებას, რის შესახებაც “ნეტგაზეთი” ინფორმაციას მოგაწვდით.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ვერტმფრენში ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა, რომლებიც დაშავდნენ და  საავადმყოფოში გადაჰყავთ.

ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენი ჩამოვარდა. 27 აგვისტო, 2017. ფოტო: კადრი ტელეკომოანია "იმედის" ვიდეო მასალიდან

ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენი ჩამოვარდა. 27 აგვისტო, 2017. ფოტო: კადრი ტელეკომოანია “იმედის” ვიდეო მასალიდან

გირჩევთ: 20 აგვისტოდან დღემდე – 11 ხანძარი და დამწვარი 133 ჰექტარი [რუკა]

მეშვიდე დღეა ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. გუშინ, 25 აგვისტოს მთავრობამ განაცხადა, რომ ხანძარი ფაქტობრივად ლიკვიდირებულია, თუმცა მაინც რჩება ერთეული კერები, რომელთა დამუშავება მიმდინარეობს.

ხანძარი სოფელ დაბასთან, 2008 წლის ომის დროს დამწვარ ტერიტორიასთან  20 აგვისტოს, შუადღისას გაჩნდა. 21 აგვისტოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება, რომელიც იმ დროისთვის 5 ჰექტარ ტერიტორიაზე იყო მოდებული.

21 აგვისტოსვე საქართველოში შემოვიდა აზერბაიჯანული მხარის მიერ გამოგზავნილი ვერტმფრენი. საღამოს ძლიერი ქარის გამო ხანძარი გაძლიერდა და კერები მომრავლდა, ღამით კი ვერტმფრენები ცუდი ხილვადობისა და ქარის გამო მუშაობას ვერ ახერხებდნენ. 22 აგვისტოს დილით უკვე 12 ჰექტარზე მეტი ფართობი იყო დამწვარი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com