ახალი ამბები

ეროვნული ბანკი: ეკონომიკის 6%–იანი ზრდა ვერ მოხდება

8 მაისი, 2013 •
ეროვნული ბანკი: ეკონომიკის 6%–იანი ზრდა ვერ მოხდება

“საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა დეპარტამენტმა გამოაქვეყნა პირველი კვარტლის მონაცემები, გვაქვს აპრილის თვის წინასწარი მონაცემებიც, სამწუხაროდ, ამ მონაცემების ერთობლიობა არ გვაძლევს საშუალებას, რომ წლის ბოლოს ეკონომიკის 6%–იანი ზრდა ვივარაუდოთ”, – აცხადებს გიორგი ქადაგიძე.


ქადაგიძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის შემცირებას რამდენიმე მიზეზი აქვს:


“ეს არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება და ასევე ადგილობრივი ბიზნესის პასიურობა, რომელიც ვერ გამოვიდა მოლოდინის რეჟიმიდან და გაურკვევლობაშია თავის მიზნებთან დაკავშირებით”.


ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ის აქტიურად თანამშრომლობს მთავრობასთან და ყოველდღიურ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას.


მთავრობის ვარაუდით, წლის ბოლომდე ეკონომიკის ზრდა 6% უნდა იყოს, რაც ბიუჯეტშიც გაწერილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი