ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური GEM FEST-ის საქმეს ქონების დაზიანების მუხლით იძიებს

18 აგვისტო, 2017 • 2315
საგამოძიებო სამსახური GEM FEST-ის საქმეს ქონების დაზიანების მუხლით იძიებს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, არტ პლატფორმისმიერ ჩატარებული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის – GEM FEST-ის  ფარგლებში  შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან  დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185- მუხლის   მე-3 ნაწილის ,,ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 

აღნიშნული მუხლი ქონების მესაკუთრის ან მფლობელის მოტყუებით და დიდი ოდენობით ქონებრივ დაზიანებას გულისხმობს. 

“გამოძიების პროცესში, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, მოსამართლის განჩინებების და შესაბამისი დადგენილებების საფუძველზე, ამოღებულია GEM FEST-ის ორგანიზებასთან და ჩატარებასთან დაკავშირებული დოკუმენტები და ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს   ფესტივალის ორგანიზატორების და აღნიშნულ ღონისძიებაში ჩართული მეწარმეების გამოკითხვა. გამოძიების პროცესში, 2017 წლის 18 აგვისტოს,  საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ მოწმის სტატუსით გამოიკითხა შპსარტ პლატფორმისდირექტორი გიორგი სიგუა.

აღნიშნული საქმის მიმართ  საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ. ამასთან, საგამოძიებო სამსახური  გამოთქვამს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, კომპანიიდან ამოღებული კონკრეტული დოკუმენტაციის ასლები შპსარტ პლატფორმასგადასცეს”,- ნათქვამია განცხადებაში.   

მასალების გადაბეჭდვის წესი