ესენი არიან: მარიკა ვერულაშვილი (დამოუკიდებელი დეპუტატი), გოგი თოფაძე (“ქართული ოცნება”) და “ნაციონალური მოძროაბიდან” 11 დეპუტატი: პეტრე ცისკარი­შ­ვილი, გიორგი ოჩიაური, ნიკოლოზ ყიფშ­იძე, აზერ სულეიმანოვი, მიხეილ მახარაძე, ზაზა კედელაშვილი, სამველ პეტროსიანი, გიორგი კანდელაკი, გიორგი (გივი) თარგამაძე, ჩიორა თაქთაქი­შვილი და როლანდ ახალაია.

 

ჩამოთვლილი დეპუტატებიდან ორი – ჩიორა თაქთაქივილი და გიორგი კანდელაკი  21 მარტის ჩათვლით საფრანგეთში, მივლინებაშ­ი იმყოფებოდნენ. მიზეზები, თუ რატომ არ ესწრებოდნენ სხვა დეპუტატები სხდომას გუშინ, უცნობია.

 

პრესსმსახურის მიერ მოწოდებული ინფორაციით, გუშინდელ კენჭისყრაში 134-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა ტაბლოზე 21 მარტს კენჭისყრის შედეგებში მითითებული იყო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს 135 დეპუტატმა 0-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *