კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრება ტერმინი “აბრა”, რომელიც არის ნებისმიერი ფორმისა და ზომის წარწერა განთავსებული იურიდიული ან ფიზიკური პირის ობიექტზე და რომელიც ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. კანონპროექტი საქართველოში განთავსებული სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს ავალდებულებს წარწერის ქართულ ენაზე გამოცემას.
აღნიშნული კანონპროექტი, თავის მხრივ, ცვლილებებს იწვევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. კერძოდ, დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა აბრის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისთვის დადგენილი წესების დარღვევისთვის. ეს ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით 88 ხმით დაამტკიცა.
კანონპროექტის ინიციატორი დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტია.
