დღეს, 20 მარტს გამართულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა საქართველოს კანონის პროექტი “საჯარო სამსახურის” შესახებ, რომელიც საჯარო სამსახურში ასაკობრივი ცენზის გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტმა მესამე მოსმენით, საბოლოოდ დაამტკიცა.
აღნიშნული ცვლილებების გარდა, პარლამენტმა “საჯარო სამსახურის” შესახებ კანონში სხვა ცვლილებების შეტანასაც დაუჭირა მხარი. კერძოდ, სამსახურში მიღებისას პირმა უნდა წარმოადგინოს სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, ნაცვლად სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილ ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულების ნიშნებისა და ამ ნივთიერებათა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტის არარსებობის შესახებ ინფორმაციისა. გარდა ამისა, თანამდებობაზე უკონკურსოდ შესაძლებელი ხდება დაინიშნოს სამსახურეობრივი დაწინაურების შემთხვევაში. აღნიშნული ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა.
