“ძალიან მნიშვნელივანია, რომ ევროკაშირი აფასებს ჩვენს პროფესიონალ სამხადროებს. აქ საუბარია მხოლოდ ორადორ სპეციალისტზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ მისიაში შესაბამისი მიმართულებებით საქმიანობის განხორციელებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ ორი ადამიანის შერჩევა. აქ არ არის საუბარი რაიმე საბრძოლო ქვედანაყოფის გაგზავნაზე, აქ არის მხოლოდ ორ ექსპერტზე საუბარი. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ეს მონაწილეობა წაადგება ქვეყანას. მე ვისურვებდი, რომ სხვა ექსპერტებმაც მიიღონ მონაწილეობა, ეს ჩვენი ქვეყნისთვისაც კარგია და მათთვის გამოცდილების გაზიარებისთვისაც ძალიან კარგია და საერთო ჯამში, ვფიქრობ, რომ ეს წაადგება ქვეყანას.”

 

ირაკლი სესიაშვილი
ირაკლი სესიაშვილი

სესიაშვილის მტკიცებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სამომავლოდ აფრიკაში საქართველომ საბრძოლო ქვედანაყოფი გაგზავნოს:

 

“ამ ეტაპზე ამაზე საუბარი არ მიმდინარეობს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ  ჩვენ რაიმე ქვედანაყოფის გაგზავნა დაგვჭირდეს, რამდენადაც ძირითადად იქ მოქმედებს საფრანგეთის და კანადის ძალები. ჩვენი მონაწილეობა არის სიმბოლური, მე ვიტყოდი, რაც კიდევ ხაზს უსვამს, რომ ჩვენ ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობაში ვართ.”

 

სესიაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია:

 

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აქტიურად ვიყოთ სხვადასხვა საერთაშორისო მისიებში, განსაკუთრებით იმ მისიებში, სადაც მონაწილეობს ნატო და ევროკავშირი. ამ შემთხვევაში ჩვენი ჩართვა მალის ოპერაციაში არის კრიზისების მართვის მისიაში. ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის დასტური იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა მონაწილეობს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. ეს არის მნიშვნელოვანი აღარება,”- განაცხადა სესიაშვილმა. 

 

აღნიშნულ ქვეყანაში უკვე 1 წელზე მეტია მიმდინარეობს საომარი მოქმედებები ქვეყნის ცენტრალურ მთავრობასა და სხვადასხვა ტერორისტულ დაჯგუფებას შორის.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *