ახალი ამბები

ღარიბაშვილი: მერაბიშვილის გამოცდილება საერთოდ არ გვჭირდება

18 მარტი, 2013 • • 1183
ღარიბაშვილი: მერაბიშვილის გამოცდილება საერთოდ არ გვჭირდება

მისივე თქმით, სიტუაციას ჯავახეთში კონტროლდება:

 

“ჯავახეთს რაც შეეხება, არავითარი ვითარება არ არის დაძაბული, ეს არის აბსოლუტურად გაზვიადებული და უპასუხისმგებლო განცხადებები. მე მოვუწოდებ ყველას, მათ შორის იქნება ეს მერაბიშვილი, თუ სხვა უმცირესობის წარმომადგენელი, რომ მაქსიმალურად ფრთხილად მოეკიდონ ასეთ საკითხებს. არავითარი სიტუაცია იქ, ვითარება არ არის დაძაბული, არის სრულად კონტროლირებადი”.

 

“ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ახალქალაქის საკრებულოში სომხური ენის სახელმწიფო ენად გამოცხადების საკითხის დაყენებას “ქართული ოცნების” ლობირების შედეგად მიიჩნევს. როგორც მერაბიშვილმა პარტიის ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში სწორედ “ქართული ოცნებაში” შემავალი პარტიების ინიციატივით დადგა:

“მინდა შევთავაზო ხელისუფლებას, გამოიყენოს ჩვენი გამოცდილება. მე მზად ვარ შევხვდე სახელმწიფოს ნებისმიერ წარმომადგენელს, მივცე მათ რჩევა, გავაცნო ჩემი პირადი გამოცდილება. არ ვიცი, ვინ მუშაობს მთავრობაში ჯავახეთის თემაზე, მაგრამ ჩვენს მთავრობაში იქ სტაბილურობაზე პასუხისმგებელი პირი ვიყავი პირადად მე და ჩემი დროის 20-30%-ს ვუთმობდი ამ რეგიონის საკითხებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი