ახალი ამბები

წულუკიანი:გირგვლიანის განაჩენი ქართული მართლმსაჯულების განაჩენია

16 მარტი, 2013 • • 867
წულუკიანი:გირგვლიანის განაჩენი  ქართული მართლმსაჯულების განაჩენია

პრეზენტაციას ესწრებიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის  მუდმივი წარომადგენელი  ჯეიმი მაკგოლდრიკი. შეხვერის დაწყებამდე ჟურნალისტებთან  მცირე კომენტარი გააკეთა თეა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მოსამართლეებთან ერთად ისაუბრებენ, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას ის სასამართლო შეცდომები,  რომლებც წარსული 9 წლის განმავლობაში იქნა ჩადენილი არა მხოლოდ მათი ბრალით, არამედ პროკურორების უკნონო ქმედებების გამო.

 

„ამისათვის ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომ შევქმნათ ხარვეზების დამდგენი კომისია და მე მათთან ერთად მინდა განვიხილო ეს კანონპროექტი“ – განაცხადა წულუკიანმა

 

მედიისთვის შეხვედრის მხოლოდ პირველი ნაწილი იყო ღია, რომლის ფარგლებშიც შესავალი სიტვა უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელმა კონსტანტინე კუბლაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა  წარმოთქვეს. 

 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ სიტყვა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააგრძელა, რომელმაც მოსმართლეებს მადლობა გადაუხადა შეხვედრაზე მისვლისთვის და აღნიშნულ შეხვედრას ისტორიული უწოდა. მისი თქმით, ახალი ხელისუფლების ამბიციაა, ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო:

 

„ჩვენ ეს ამბიცია გვაქვს. ეს შეხვედრა მჭირდება, რომ გითხრათ ეს პირისპირ და არა ეკრენიდან და  დავრწმუნდე, რომ თქვენც იგივე ამბიცია გაქვთ.“– განაცხადა მინისტრმა. 

 

წულუკინმა მოსამართლეებს მიმართა და აღნიშნა, რომ სწორედ ისინი არინ ის ადამიანები, ვინც საქართველოს და, შესაბამისად, ხალხის სახელით გადაწყვეტილებები გამოაქვთ:

 

„სტრასბურგის სასამართლოში, თქვენი გადაწყვეტილებების კითხვაში გავატარე 10 წელი და მგონია, რომ წინა ხელისუფლების პრობლემა არც პრეზიდენტი ყოფილა და არც რომელიმე მინისტრი, წინა ხელისუფლების პრობლემა იყო პროკურატურა და სასამართლო, რომელიც რეალურად არასამართლიან კავშირში იყო ერთმანეთთან და ის უკანონო, უსამართლო სასამართლო გადაწყვეტილებები, რაც შეიძლება ყოფილიყო გამოსული, ეს ალბათ სასამართლოს ბრალი იყო არა იმ ხარისხით, რა ხარისხითაც  პროკურატურის, მაგრამ სასამართლო თავის წილ პასუხისმგებლობას აქ ვერ აიცილებს, პასუხისმგებლობას ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ პირობით. მორალური პასუხისმგებლობა გვაკისრია ყველას, ვინც ერთხელ  ხალხის ინტერესს თუნდაც შორიდან შევეხებით.  ჩვენ მომავალი თაობები შემოგვყურებენ და ამიტომ“– განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

იუსტიციის მინისტრმა, მაგალითად მოიყვანა სანდრო გირგვლიანის  და გვანცა ყუფარაძის საქმეზე არსებული განაჩენები :

 

„გირგვლიანის განაჩნი არსებობს და ამის შესახებ თქვა  სტრასბურგის სასამართლომ, რომ სასამართლო შეეკრა პროკურატურას, პრეზიდენტს, სასჯელაღსრულებას და ყველამ პირი შეკრა, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება არ განხორცილებულიყო. მე არ ვიცი, რომელი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში იგულისხმება აქ, მაგრამ გირგვლიანის განაჩენი არის ქართული მართლმსაჯულების განაჩენი“.– აღნიშნა მინისტრმა.

 

მისივე განცხადებით, ის  61 114 კაცი,  რომელმაც მას ხმა მისცა, არ ფიქრობს, რომ საქართველოს მოსამართლის ბოლომდე ნდობა შეიძლება:

 

„ეს არის  არა მხოლოდ მოსამართლის ბრალი, არამედ დიდწილად ჩემი წინამორბედის  ხელში მომუშავე პროკურატურის ბრალი იყო.“–განაცხადა წულუკიანმა.

 

მისივე თქმით,  პირველი ოქტომბრის შემდეგ მან და მთავარმა პროკურორმა პროკურორები მკაცრად  გააფრთხილეს, რომ მოსამართლეთა ღირსების ხელყოფა შეეწყვიტათ თავიანთი უკანონო ქმედებებით, თავინთი დაუსაბუთებელი ბრალებით და ისეთი საქმეების სასამართლოში მოტანით, რომელიც გადაშლადაც არ ღირს ხანდახან.

 

იუსტიციის მინისტრის სიტყვის დასრულების შემდეგ შეხვედრა მედიისთვის დაიხურა, დღის წესრიგის მიხედვით  ბოლო გამოსვლა 6 საათზეა დადგეგმილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი