ახალი ამბები

შს მინისტრის პირველი მოადგილე კადრების განკარგულებაში გადავიდა

9 ივნისი, 2017 •
შს მინისტრის პირველი მოადგილე კადრების განკარგულებაში გადავიდა

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, მისი პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი კადრების განკარგულებაში გადავიდა. უწყების ცნობით, ამიერიდან თავად მინისტრი იქნება კრიმინალური პოლიციის ყველა დანაყოფის კურატორი, მანამდე ამ მოვალეობას შს მინისტრის პირველი მოადგილე ასრულებდა.

ბესიკ ამირანაშვილი შს მინისტრის პირველ მოადგილედ 2016 წლის იანვარში დაინიშნა. იგი მანამდე შსს-ს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო. მან შსს-ში საქმიანობა რიგით გამომძიებლად დაიწყო და სხვადასხვა კარიერული ეტაპი გაიარა.

შეგახსენებთ, რომ 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც ბაქოში იპოვეს დაკავებული. აზერბაიჯანში აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

აფგან მუხთარლის აზერბაიჯანელი ადვოკატი ნემატ ქარიმლი ამბობს, რომ მუხთარლი თბილისიდან კრიმინალური პოლიციის  სამმა და ერთმა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანმა გაიტაცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი