ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლომ მუხთარლის საქმეზე საქართველოს დარღვევა დაუდგინა

5 სექტემბერი, 2024 •
სტრასბურგის სასამართლომ მუხთარლის საქმეზე საქართველოს დარღვევა დაუდგინა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს და აზერბაიჯანს ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმეზე დარღვევა დაუდგინა.

კერძოდ, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველომ აღნიშნულ საქმეზე დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ორი, მე-3 და მე-5 მუხლები არ უზრუნველყო რა მუხთარლის დაკავებისა და აზერბაიჯანისთვის გადაცემის საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარება. თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ მუხლების არსებითი ნაწილი, (წამების აკრძალვა და თავისუფლებისა და უსაფრთხოების აკრძალვა) არ დგინდება.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, სასამართლომ მუხტარლის საქმეზე ქვეყანას კონვენციის მე-5 მუხლის მესამე ნაწილის და მე-8 მუხლის დარღვევა დაუდგინა დაუდგინა (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), მე-5 მუხლის 1 ნაწილის დარღვევა კი არ დაადგინა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ მოსარჩელეს კომპენსაციის სახით 10 000 ევრო უნდა გადაუხადოს, აზერბაიჯანის მთავრობას კი 6 000 ევროს გადახდა დააკისრა. ამასთან, ორივე ქვეყანას დაევალა აპლიკანტის მიერ გაწეული სამართლებრივი ხარჯები აანაზღაუროს, თითომ 2 500 ევროს ოდენობით.

აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის რეჟიმის დევნილი, რომელიც ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, 2017 წელს უცნობმა პირებმა თბილისიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანში გადაიყვანეს, სადაც სისხლის სამართლის რამდენიმე ბრალდებით სასჯელს ციხეში იხდიდა.

მუხთარლი დარწმუნებულია, რომ მისი თბილისიდან გატაცება ალიევის ხელისუფლებასა და საქართველოს ხელისუფლების შეთანხმებით მოხდა. მუხთარლის მხარდამჭერ აქციებს თბილისში ქართველი ჟურნალისტები და აქტივისტები მართავდნენ.

ქართულ მხარეს ჯერ არ დაუსრულებია მისი გატაცების საქმის გამოძიება.

მასალების გადაბეჭდვის წესი