ახალი ამბები

34 670 ლარის ჯარიმა თბილისის ქუჩების დანაგვიანებისთვის – ერთი თვის მონაცემი

17 მაისი, 2017 • 3529
34 670 ლარის ჯარიმა თბილისის ქუჩების დანაგვიანებისთვის – ერთი თვის მონაცემი

“თბილსერვის ჯგუფის” მონაცემებით, თითქმის ერთი თვის განმავლობაში  34 670 ლარით დააჯარიმეს ის ადამიანები, ვინც თბილისის ქუჩებში ნაგავი დაყარა.

“თბილსერვის ჯგუფის” ცნობით, 27 დღის განმავლობაში სულ დააჯარიმეს 328 ადამიანი, აქედან 113 დაჯარიმებული სხვა ქვეყნის მოქალაქე იყო. “თბილსერვის ჯგუფის” ინფორმაციით, ჯარიმები მოქალაქეებს ძირითადად სიგარეტის ფილტრის დაგდების გამო გამოუწერეს.

მერიის მფლობელობაში მყოფი კომპანიის მონიტორებმა თბილისის ქუჩებში 20 აპრილიდან დაიწყეს ნაგვის დაყრისთვის დაჯარიმება. ქუჩების დანაგვიანებისთვის განკუთვნილი ჯარიმები 80-დან 1000 ლარამდეა:

  • 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – 80 ლარით.
  • იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 100 ლარით.
  • 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – 150 ლარით.
  • იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 500 ლარით.
  • ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება- 50 ლარით (პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას).
  • ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) – 150 ლარით.
  • ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) – 500 ლარით.
  • სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ: ფიზიკური პირი -400 ლარით. იურიდიული პირი -1000 ლარით დაჯარიმდება.

ამავე თემაზე:

20 აპრილი – დღეიდან 50-დან 1000 ლარამდე დაჯარიმდებით, თუ თბილისის ქუჩებში ნაგავს დაყრით

პრემიერი: დანაგვიანების პრობლემა სანქციებით უნდა მოვაგვაროთ

“ბიზნესის და მძღოლების ინტერესებზე მორგებული” კანონპროექტი ქვეითებს ისევ საფრთხეში ტოვებს

“იარე ფეხით”: კანონში ცვლილებები ქვეითების ყველაზე დიდ პრობლემას გვერდს უვლის

მყინვარწვერის ტერიტორიიდან 9 ტონა ნაგავი გაიტანეს

პროტესტი ცხოველების ფორმის ნაგვის ურნების გამო, რაშიც თბილისის მერიამ 60 ათასამდე ლარი გადაიხადა

მასალების გადაბეჭდვის წესი