დღეიდან, 20 აპრილიდან, „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები მოქალაქეებს გარემოს დაბინძურებისთვის დააჯარიმებენ.
ინსპექტორები დედაქალაქის ხალხმრავალ ადგილებში წყვილში მოძრაობენ – სპეციალური უნიფორმის გარდა, ისინი აღჭურვილნი არიან თანამედროვე ტიპის დამხმარე საშუალებებით – პლანშეტებით და სამხრე კამერებით, რათა თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტური სიტუაციები, აცხადებს „თბილსერვის ჯგუფი“.
ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად:
[checklist]
- 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – 80 ლარით
- იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 100 ლარით.
- 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – 150 ლარით
- იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 500 ლარით.
- ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება- 50 ლარით. (პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას).
- ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) – 150 ლარით.
- ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) – 500 ლარით.
- სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ: ფიზიკური პირი -400 ლარით. იურიდიული პირი -1000 ლარით დაჯარიმდება.
[/checklist]
„თბილსერვის ჯგუფის“ ინსპექტორები დედაქალაქის ქუჩებში 3 აპრილიდან გამოჩდნენ. თავდაპირველად -ორი კვირის განმავლობაში- ისინი ქუჩაში საინფორმაციო კამპანიას ეწეოდნენ, მოქალაქეებს აფრთხილებდნენ, ინფორმაციას აწვდიდნენ საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით.