ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი ნატოს შტაბ-ბინაში

31 იანვარი, 2013 • 1082
თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი ნატოს შტაბ-ბინაში

სამდღიანი ვიზიტის  ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდრე ვერშბოუსთან, ნატოს სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან, ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დირექტორთან ფრენკ ბოლანდთან და ნატოს  გენერალური მდივნის თანაშემწესთან თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის საკითხებში ჰუსეინ დირიოზთან. დაგეგმილია ასევე ორმხრივი შეხვედრები  ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთისა და რუმინეთის  ელჩებთან.

 

1 თებერვალს საქართველოს დელეგაცია, ლევან დოლიძის ხელმძღვანელობით, საერთაშორისო სამხედრო შტაბის თანამშრომლობისა  და რეგიონალური უსაფრთხოების განყოფილების დირექტორთან გენერალ-მაიორ კარლოს ბრანკოს  შეხვდებიან. ამავე დღეს საქართველოს  თავდაცვის სამინისტროს  დელეგაციის წევრები დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის (PARP) შეფასებაშიც მიიღებენ  მონაწილეობას. საქართველო ამ პროცესში 1999 წლიდან მონაწილეობს. ალიანსთან პარტნიორობის მექანიზმი პრაქტიკულ ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომლის საშუალებითაც ხდება პარტნიორი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფების, ასევე მართვის სისტემების  ნატოს ძალებთან თავსებადობის  მიღწევა.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ნატოს  შტაბ-ბინაში 2 თებერვალს დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი