1 თებერვალს საქართველოს დელეგაცია, ლევან დოლიძის ხელმძღვანელობით, საერთაშორისო სამხედრო შტაბის თანამშრომლობისა და რეგიონალური უსაფრთხოების განყოფილების დირექტორთან გენერალ-მაიორ კარლოს ბრანკოს შეხვდებიან. ამავე დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრები დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის (PARP) შეფასებაშიც მიიღებენ მონაწილეობას. საქართველო ამ პროცესში 1999 წლიდან მონაწილეობს. ალიანსთან პარტნიორობის მექანიზმი პრაქტიკულ ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომლის საშუალებითაც ხდება პარტნიორი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფების, ასევე მართვის სისტემების ნატოს ძალებთან თავსებადობის მიღწევა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ნატოს შტაბ-ბინაში 2 თებერვალს დასრულდება.
