ახალი ამბები

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა იწყება

15 იანვარი, 2013 • 908
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა იწყება

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა ასევე თბილისში (22 იანვარი), ოზურგეთში (23 იანვარი), ბათუმში (23 იანვარი), გორში (24 იანვარი), რუსთავში (25 იანვარი), თელავსა (25 იანვარი) და ახალციხეში (26 იანვარი) გაიმართება. 

 

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაზე, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობის წევრები და არასამთავრობოები დაესწრებიან, დასწრება თავისუფალია. 

 

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილების პირველი პროექტი საქართველოს პარლამენტის ადგილ-სამყოფელს, ხოლო მეორე –  პრეზიდენტის უფლებამოსილებებს შეეხება, რომლის შესაბამისად პრეზიდენტს აღარ ექნება შესაძლებლობა მთავრობა გადააყენოს პარლამენტის ნების საწინააღმდეგოდ. 

 

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო–სახალხო განხილვის პროცესი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით ხორციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი