ახალი ამბები

ოქროს პრომეთე ფაბიცკის ‘სიყვარულს’ გადაეცა

9 დეკემბერი, 2012 • • 1619
ოქროს პრომეთე ფაბიცკის ‘სიყვარულს’ გადაეცა

ფილმის გმირები მარია და ტომეკი 10 წელია ცოლ–ქმარი არიან. ორივემ გადააბიჯა ოცდაათს. ისინი პატარა ქალაქში ცხოვრობენ. ქმარი სადიზაინერო კომპანიაში მუშაობს, ცოლი – ქალაქის მერიაში. მომავალი პატარას მოლოდინში ისინი ერთად აფორმებენ თავიანთ ბინას. მაგრამ ერთ დღესაც ქალაქის მერი, რომელმაც დიდი ხანია თვალი დაადგა მარიას, გააუპატიურებს მას. მარია არც პოლიციას მიმართავს და არც ქმარს ეუბნება მომხდარის შესახებ, ცოლ–ქმრის სიყვარულს გამოცდა ელის. 

 

რაც შეეხება  ვერცხლის პრომეთეს, საუკეთესო რეჟისურისთვის აღნიშნული პრიზი გიორგი ფარაჯანოვს ფილმისთვის “ყველა წავიდა” გადაეცა. 

 

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსის გამარჯვებული ტატო კოტეტიშვილი გახდა, ფარაჯანოვის სახელობის პრიზი ტატო კოტეტიშვილს მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის “საზამთრო” გადაეცა. 

 

საუკეთესო ქართული ფილმის რეჟისურისთვის ჯილდო თინათინ გურჩიანმა მიიღო ფილმისთის “მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს”, აღნიშნული ფილმი, გეტერბორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2013 წლის იანვარში გაემგზავრება.

 

2011 წელს ფილმის რეჟისორი თინა გურჩიანი კასტინგს აცხადებს 15-23 წლის ახალგაზრდებისთვის. განცხადებას ბევრი ხალხი ეხმაურება: ზოგს თავისი სენტიმენტალური ისტორიების გაზიარება უნდა, ზოგი კი მიზნების მისაღწევად იკრებს ძალას. ფილმი იმის შესახებაა,თუ რა მშვენიერი და რთული შეიძლება იყოს ცხოვრება, როცა გმირად გახდომაზე ოცნებობ. ამ ფილმის პროტაგონისტები ცხოვრობენ და გმირობაზე ოცნებობენ, რეალობას გაურბიან ან თავაწეულები ხვდებიან მას. ისინი არიან მოხუცები და ძალიან ახალგაზრდები, ვინც ახლა იწყებს ცხოვრებას. მაგრამ მათ ძიების პოეზია აერთიანებთ. 

 

კინოფესტივალი გუშინ, რვა დეკემბერს დიტო ცინცაძის ფილმის “შემოჭრის” ჩვენებით დასრულდა. 

.

მასალების გადაბეჭდვის წესი