ახალი ამბები

რასმუსენი: საპრეზიდენტო არჩევნები მორიგი მნიშვნელოვანი ტესტი იქნება საქართველოსთვის

5 დეკემბერი, 2012 • • 1085
რასმუსენი: საპრეზიდენტო არჩევნები მორიგი მნიშვნელოვანი ტესტი იქნება საქართველოსთვის

” ოქტომბერში საქართველომ  მნიშვნელოვანი ტესტი ჩააბარა, არჩევნები იყო თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული, მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნები ახალი მნიშვნელოვანი ტესტი იქნება საქართველოსთვის. ამავდროულად, ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, იმუშავონ ერთად, კოჰაბიტაციისთვის, არსებული იმპულსის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანი რეფორმების გასატარებლად და დემოკრატიის მაღალი სტანდარტის მისაღწევად, მათ შორის კანონის და კონსტიტუციის სრული პატივისცემის მისაღწევად”–განაცხდა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა. 

 

შეხვედრის განმავლობაში ალიანსის წევრებმა საქართვეელოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს მადლობა გადაუხადეს ნატოს ავღანეთის მისიაში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილისთვის:

 

“ახლახან საქართველომ გააორმაგა მისი წვლილი  ნატოს ავღანეთის მისიაში და გახდა ერთ–ერთი დიდი კონტრიბუტორი მისიაში მონაწილე ქვეყნებს შორის. საქართველო უკვე შეურთდა  ნატოს მისიის დაგეგმვის პროცეს, რათა გაგრძელდეს ავღანური ძალების გაწვრთნა, დახმარება და კონსულტაციები 2014 წლის შემდეგ, ყოველივე ეს აჩვენებს თავდადებას , რასაც მივესალმებით”.–განაცხადა რასმუსენმა. 

 

ალიანსის წევრებმა ასევე დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მისამართით და მზადყოფნა გამოთქვეს აუცილებელი რეფორმების გასატარებლად საქართველოს დაეხმარნონ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი