ახალი ამბები

‘მეცხრე არხიდან’ დილის თანამშრომლები წავიდნენ

30 ნოემბერი, 2012 • • 1080
‘მეცხრე არხიდან’  დილის თანამშრომლები წავიდნენ

თეონა გეგელიამ, გადაცემის წამყვანმა, ეთერის დასასრულს გადაცემის სახელით გაანცხადა, რომ ბოლო დღეა, რაც “ახალი დილა” ამ შემადგენლობით ეთერში იყო. მისი თქმით, მეცხრე არხის დილის ეთერის მთელი შემადგენლობა სამსახურიდან მიდის.

 

“ბოდიშს ვუხდით ახალ ხელმძღვანელობას, თუ უხერხულობა შევუქმენით, მაგრამ ასე არ იქნება, რადგან სხვა შემთხვევაში ჩვენც მაყურებელივით პირდაპირი ეთერიდან არ გავიგებდით არხზე მიმდინარე ცვლილებებს.”

 

“მეცხრე არხის” დატოვების შესახებ განცხადება პირდაპირ ეთერში გუშინ ვასილ მაღლაფაერიძემ გააკეთა, რომელიც გენერალური დირექტორის მოადგილე იყო. გუშინვე ცნობილი გახდა, რომ კახა ბექაური, არხის გენერალური დირექტორი ამ პოსტზე ლუბა ელიაშვილმა შეცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი