ახალი ამბები

მეცხრე არხი კახა ბექაურის შემდეგ ვასიკო მაღლაფერიძემ დატოვა

29 ნოემბერი, 2012 • • 1321
მეცხრე არხი  კახა ბექაურის შემდეგ ვასიკო მაღლაფერიძემ დატოვა

მეცხრე არხი
მეცხრე არხი

 

 

“პრემიერმინისტრმა საზოგადოებას განსახილველად წარუდგინა  მისი ოჯახისგან მეცხრე არხის გამიჯვნის გეგმა. ჩვენ ამ ეტაპზე ვრჩებით არხზე და განვაგრძობთ მუშაობას, იმ რწმენით, რომ მე–9 არხზე შენარჩუნებული იქნება სარედაქციო დამოუკიდებლობა”.

 

ლაზაშვილის განცხადებით, “არხის მფლობელისაგან არც ერთხელ არ ყოფილა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა. ამიტომ ვიტოვებთ იმედს, რომ არც მომავალში იქნება ამის საშიშროება.”

 ჯურნალისტები მზად არიან შეხვდნენ მეცხრე არხის მფლობელს და გააცნონ თავისი პოზიცია. რაც შეეხება ვასილ მაღლაფერიძის არხიდან წასვლას, მან ტელევიზია საკუთარი სურვილით დატოვა. მაღლაფერიძე, მეცხრე არხზე კახა ბექაურის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

 

არხის ახალი გენერალური დირექტორის ლუბა ელიაშვილის განცხადებით : “არხი მომავალში საერთო მაუწყებელი გახდება და კონტენტი შეიცვლება. სარედაქციო პოლიტიკა ჟურნალისტებზე იქნება მინდობილი. მეცხრე არხს არც არასდროს ჰქონია სიტყვის თავისუფლების და სარედაქციო დამოუკიდებლობის პრობლემა”.

 

ლუბა ელიაშვილი ტელევიზიაში მიმდინარე პორცესებს ეცნობა. მიმდინარეობს დოკუმენტაციის გადაცემა.

მე–9 არხის გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა თანამდებობა დღეს დატოვა. 

 

“მე-9 არხის რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს. მისი გარდაქმნა, ტრანსფორმირება უნდა მოხდეს, უნდა მოხდეს მისი იურიდიული სტატუსის შეცვლა, თუმცა, როგორ, ეს ჯერ გაურკვეველია. ვწერ განცხადებას შვებულებაზე, თუმცა შვებულების შემდეგ აღარ ვიქნები ხელმძღვანელი. შვებულების პერიოდს გამოვიყენებ იმისთვის, რომ არხზე მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს შევუწყო ხელი. ამის შემდეგ გაგრძელდება რეორგანიზაციის პროცესი. დღეიდან კი ჩემს ადგილს დაიკავებს ლუბა ელიაშვილი, ჩემი მოადგილე საინფორმაციო დარგში,”- განაცხადა დღეს მე-9 არხის გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა.

 

კახა ბექაური არხის დატოვების მიზეზებზე საუბრის დროს არხის რეორგანიზაციას ასახელებს, თუმცა მიზეზებზე და რატომაა რეორგანიზაციის გამო თანამდებობის დატოვება საჭირო, დეტალურად არ საუბრობს. 

 

აღნიშნულ პოსტზე კახა ბექაურის ლუბა ელიაშვილით ჩანაცვლებაზე იმ აუდიოჩანაწერებშიც იყო საუბარი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბესო სურმავას სახელით გავრცელდა. აუდიოჩანაწერში, რომელიც შს ამჟამინდელ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და გია ხუხაშვილს შორის შედგა, საუბარია მე-9 არხის საინფორმაციო პოლიტიკაზე და იმის შესახებ, რომ არხის ხელმძღვანელი ლუბა ელიაშვილი და არა კახა ბექაური უნდა იყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი