ახალი ამბები

მოსამართლეები, რომლებმაც “რუსთავი 2”-ს განაჩენი გამოუტანეს

3 მარტი, 2017 • 8057
მოსამართლეები, რომლებმაც “რუსთავი 2”-ს განაჩენი გამოუტანეს

“რუსთავი 2”-ის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნების გადაწყვეტილებას ხელს  უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის ცხრავე მოსამართლე აწერს. ეს მოსამართლეები არიან ნინო გვენეტაძე, მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი შავლიაშვილი.

ნინო გვენეტაძე  – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ პარლამენტმა 2015 წლის 20 მარტს 88 ხმით 1-ის წინააღმდეგ აირჩია. მისი   კანდიდატურა გიორგი მარგველაშვილმა 2015 წლის 17 თებერვალს წარადგინა, როცა იგი 28 კანდიდატიდან შეარჩია.

37015

მზია თოდუა  – საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს მზია თოდუა 5 აპრილს წარუდგინა. მისი კანდიდატურა პარლამენტმა 2015 წლის 12 ივნისს 83 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.  2015 წლის 15 ივნისიდან არის სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და  სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე.  ის “ქართული ოცნების” შემომწირველია.  გარდა ამისა, იგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნამდე “ქართუში” წამყვან თანამდებობებზე მუშაობდა.

მზია თოდუა

ვასილ როინიშვილი – 2009 წლის 18 დეკემბრიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

ვასილ როინიშვილი

ეკატერინე გასიტაშვილი – საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს 5 აპრილს წარუდგინა. მისი კანდიდატურა პარლამენტმა 2015 წლის 12 ივნისს 81 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. არის სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.

 Untitled

პაატა ქათამაძე – 2010 წლის 18 ივნისიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.

პაატა ქათამაძე

ბესარიონ ალავიძე – 2011 წლის 22 თებერვლიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

ბესარიონ ალავიძე

მიმდინარე წლის თებერვალში ვებ-გვერდზე “უკრაინული რევოლუცია” გამოქვეყნდა ე.წ. ვაიბერ-მიმოწერა მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილე დავით საყვარელიძეს შორის, რომლის მიხედვით, უნდა მომხდარიყო მოსამართლეების – ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამიძის მოსყიდვა. პროკურატურის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა დავით საყვარელიძის სახელით მიიღეს შეტყობინებები.

მაია ვაჩაძე – 1999 წლის 20 ივლისიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა. ის 2009 წლის 20 ივლისიდან განმეორებითი ვადით აირჩიეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.

მაია ვაჩაძე

ზურაბ ძლიერიშვილი – მისი კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს 2014 წლის 29 სექტემბერს წარუდგინა. იმავე წლის 17 ოქტომბერს პარლამენტმა 99 ხმით დაამტკიცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.

ზურაბ ძლიერიშვილი

გიორგი შავლიაშვილი – 2010 წლის 18 ივნისიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

გიორგი შავლიაშვილი

უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ საქმის განხილვა დღეს, 2 მარტს დაიწყო და დღესვე გამოქვეყნდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.

გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში წერია:

“გაუქმდეს შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის პარტნიორების: ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის 28%-ის, შპს “ტელეკომპანია საქართველოს” 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის 60% წილის მესაკურედ ცნობილი იქნეს ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს “პანორამა””.

შპს “პანორამას” ქიბარ ხალვაში ფლობს, შესაბამისად, ტელეკომპანიის 100% უზენაესმა სასამართლომ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

????????????????????????????????????

მოსამართლეების ხელმოწერები რუსთავი 2-ის საქმეზე

მასალების გადაბეჭდვის წესი