ახალი ამბები

ტეხასის შტატს უფლება ექნება, დააპატიმროს ის მიგრანტები, ვინც უკანონოდ გადაკვეთს აშშ-ის საზღვარს

19 მარტი, 2024 • 3004
ტეხასის შტატს უფლება ექნება, დააპატიმროს ის მიგრანტები, ვინც უკანონოდ გადაკვეთს აშშ-ის საზღვარს

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტეხასის შტატს უფლება ექნება დააპატიმროს მიგრანტები, ვინც უკანონოდ გადაკვეთენ აშშ-ის საზღვარს.

BBC-ის ინფორმაციით, შტატის პოლიციას უფლება ექნება დააკავოს ის ადამიანები, ვინც უკანონოდ გადაკვეთს საზღვარს მექსიკიდან.

სასჯელის სახით განისაზღვრება ჯარიმა 2000 დოლარამდე, ან შესაძლოა, გამოყენებული იყოს პატიმრობაც. ბევრად მძიმე სასჯელი ელით იმ პირებს, ვინც საზღვრის უკანონო გადაკვეთას დეპორტაციის შემდეგ შეეცდებიან.

გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლე – სონია სოტომაიორი, ელენა ქეიგენი და კეტანჯი ბრაუნ ჯექსონი.

“სასამართლო მწვანე შუქს უნთებს ფედერალურ-სახელმწიფოებრივი ბალანსის დარღვევას და დათესავს ქაოსს”, – დაწერა განსხვავებულ პოზიციაში მოსამართლე სოტომაიორმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი