ახალი ამბები

ნატოს სამხედრო კომიტეტი საქართველოს მომავალი წლის დასაწყისში ეწვევა

15 ნოემბერი, 2012 • 1158
ნატოს სამხედრო კომიტეტი საქართველოს მომავალი წლის დასაწყისში ეწვევა

მხარეებს შორის დიალოგი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შედგა.

 

შეხვედრაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობები, საქართველოს მონაწილეობა ISAF-ის მისიაში და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. თუმცა განხილვის მთავარი თემა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტი იყო. 

 

მხარეთა გადაწყვეტილებით, ალიანსის მაღალი რანგის სამხედროები საქართველოს 2013 წლის პირველ ნახევარში ესტუმრებიან. სამხედრო კომიტეტის ვიზიტის დაგეგმვის პროცესი უკვე დაიწყო.

 

შეგახსენებთ, რომ ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი ნოემბრის ბოლოს უნდა განხორციელებულიყო საქართველოში, თუმცა იმის გამო, რომ ამ შეხვედრის მასპინძელი უნდა ყოფილიყო გაერთიანებული შტაბის უფროსი, რომელიც 7 ნოემბერს დააკავეს და მას წაყენებული ბრალდებების გამო შეჩერებული აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილება, სამხედრო კომიტეტმა ვიზიტი გადადო.

ირაკლი ალასანია ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
ირაკლი ალასანია ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

მასალების გადაბეჭდვის წესი