ახალი ამბები

რასმუსენი: ქართველებს ვთხოვ, ერთ ოფიციალურ ენაზე წერონ ჩემს გვერდზე ფეისბუქში

14 ნოემბერი, 2012 • 1175
რასმუსენი: ქართველებს ვთხოვ, ერთ ოფიციალურ ენაზე წერონ ჩემს გვერდზე ფეისბუქში

“მე ვარ გამოხატვის თავისუფლების სრული მომხრე”, – განაცხადა რასმუსენმა.

 

შეგახსენებთ, რომ ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ფეისბუქის გვერდზე საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა საპროტესტო კომენტარები გამოაქვეყნა, ნაწილმა კი მადლობა გადაუხადა მას. ასეთი რეაქცია მოჰყვა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან რასმუსენის განცხადებას, რომლითაც მან შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ბოლო დროს “პოლიტიკური ოპონენტების” დაკავების გამო.

 

მომხმარებლები წერდნენ ინგლისურად, ქართულად. იყო მრავლად არაკორექტული კომენტარებიც, მათ შორის ნატოს გენერალური მდივნის მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი