ახალი ამბები

დეპუტატების შეფასებები ნატოს შენიშვნებზე [Video]

13 ნოემბერი, 2012 • 989
დეპუტატების შეფასებები ნატოს შენიშვნებზე [Video]

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების თქმით კი, ნატოს წარმომადგენლებს სრულყოფილი ინფორმაცია აქვთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და აქედან მომდინარეობს ნატოს მხრიდან გამოთქმული წუხილები.

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ნატოს არ აქვს ობიექტური ინფორმაცია:

 

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჩვენმა წარმომადგენლებმა ამ შეხვედრების დროს ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ“.

 

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, კობა დავითაშვილის თქმით, სააკაშვილს დიდი ხნის მანძილზე მხარს უჭერდნენ მეგობარი ქვეყნების ლიდერები:

 

„ის ამაზრზენი ფაქტები, რომელიც გამოვლინდა ციხეში პატიმრების ცემის, წამების, არაადამიანური მოპყრობის, ჩრდილს აყენებს არა მარტო სააკაშვილს, არამედ მის მხარდამჭერთა რეპუტაციასაც. ჩემის აზრით, ისინი თავს უფრო იცავენ, ვიდრე  სააკაშვილს“.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გოკა გაბაშვილის აზრით, იმის თქმა , რომ ნატო ინფორმირებული არ არის, არასერიოზული და ღიმილის მომგვრელი განცხადებაა:

 

„ყოველთვის, როცა ასეთ სერიოზულ დონეზე გამოითქმება წუხილები, ამ წუხილებს უნდა გათვალისწინება და ადეკვატური პასუხის გაცემა“.

 

უმცირესობის კიდევ ერთი წევრის, გივი თარგამაძის თქმით, ისეთი ორგანიზაცია, როგორიცაა ნატო, შეუძლებელი და წარმოუდგენელია, შეცდომაში შეიყვანო:

 

„ისინი აფასებენ არსებულ რეალობას, სამწუხაროდ, რეალობა არის ასეთი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევცვალოთ ეს რეალობა. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ მმართველ პარტიასთან ამ საკითხზე, ვინაიდან ეს არის ქართველი ხალხის უმნიშვნელოვანესი მიზანი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი