ახალი ამბები

რასმუსენი: შეშფოთებული ვარ საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით

12 ნოემბერი, 2012 • 1075
რასმუსენი: შეშფოთებული ვარ საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით

“მე ძალიან შეშფოთებული (არჩევნების შემდეგ) მოვლენების განვითარებით, საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების ბოლოდროინდელი დაპატიმრებასთან დაკავშირებით,” – განაცხადა რასმუსენმა.

 

მისივე თქმით, მსგავსი საკითხები საქართველოში სასამართლოს მიერ უნდა ირკვეოდეს, თუმცა “ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სასამართლო პროცესები პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი იყო და ჩვენ, ცხადაია, ამას ძალიან ახლოდან მივადევნებთ თვალს,” – განაცხადა რასმუსენმა.

 

შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბერს დაკავებული იქნა საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და მე-4 ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით. ისინი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, თუმცა ამ დაკავების შედეგად ნატოს სამხედრო კომიტეტმა თბილისში ნოემბრის ბოლოსთვის დაგეგმილი ვიზიტი გადადო.

 

პრაღაში, სადაც ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესია მიმდინარეობს, იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც შეხვდა ნატო-ს გენერალურ მდივანს.

 

ანდერს ფოგ რასმუსენს 14 ნოემბერს შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ბრიუსელში იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი