ახალი ამბები

რატომ არ უნდა მიიღოს ცესკომ ფოტო–ვიდეოგადაღების შეზღუდვის შესახებ დადგენილება

23 სექტემბერი, 2012 • 1048
რატომ არ უნდა მიიღოს ცესკომ ფოტო–ვიდეოგადაღების შეზღუდვის შესახებ დადგენილება

“ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ბიძინა ივანიშვილის პირველი სასამართლო პროცესი, როცა დამატებითი რეგულაციები დაწესდა სასამართლოში და აიკრძალა მობილურის შეტანა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმე გვაქვს იგივე ფაქტთან. ხელის შეშლა არ არის კომისიის წევრისგან ინტერვიუს აღება და ფარული გადაღება, რადგან გვახსოვს შემთხვევები, როცა ფარული გადაღების შედეგად გამოვლინდა უამრავი დარღვევა და ბათილად იქნა ცნობლი კონკრეტულ უბანზე გამოვლენილი შედეგები. ასევე, კომისიის წევრებს ამ რეგულაციებით ეზღუდებათ უფლებები, რადგან მათ უბრალო კომენტარის მიცემაც კი არ შეუძლიათ ჟურნალისტებისთვის, თავმჯდომარის თანხმობის გარეშე. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ რეგულაციების მიღებას“, – აცხადებს ლელა ტალიური.

 

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ცესკოში ზურაბ მარაქველაძე ამბობს, რომ საარჩევნო კოდექსი ადგენს, რომ ყველა უფლებამოსილ პირს აქვს გადაღების უფლება:

 

„ცესკო კი ცდილობს შეზღუდოს კანონის ეს ნორმა. რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი სპეციალურად ცდილობენ დააბნელონ კენჭისყრის პროცედურა და გახადონ გაუმჭვირვალე. ამ დადგენილების მიღება ზღუდავს საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლების უფლებებს,“ – აცხადებს მარაქველიძე.

ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი