ახალი ამბები

“ნატო-საქართველოს სწავლება 2016 ” – სამხედრო წვრთნების მე-7 დღე კრწანისში

17 ნოემბერი, 2016 • 1907
“ნატო-საქართველოს სწავლება 2016 ” – სამხედრო წვრთნების მე-7 დღე კრწანისში

“საქართველო არის დამოუკიდებელი, ძლიერი და ამაყი ქვეყანა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს შეუძლია გაწვრთნას საკუთარი სამხედრო ძალები, რათა დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ამ წვრთნაში. და ხაზს გავუსვამ, რომ მე ძალიან ბედნიერი ვარ იმ პროგრესით, რომელიც საქართველოს აქვს,” – ასე პასუხობს ნატოს ადმირალი შეკითხვას, გამოიწვევს თუ არა ნატო-საქართველოს წვრთნები საქართველოს მეზობელი ქვეყნების გაღიზიანებას.

“ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრში” საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები კრიზისის საპასუხო ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად იუმჯობესებენ. ეს საქართველოს ხელმძღვანელობით დაგეგმილი პირველი წვრთნაა, რომელშიც ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნები მონაწილეობენ. სწავლება 20 ნოემბერს დასრულდება.

სწავლება სამეთაურო-საშტაბო ტიპისაა, რაც გულისხმობს, რომ კომპიუტერული მხარდაჭერითა და ქართველი ოფიცრების ხელმძღვანელობით, მრავალეროვნული ბრიგადის შტაბის წევრებს კრიზისის საპასუხო ოპერაციის დაგეგმვის, კოორდინირებასა და აღსრულებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებასა და გამოცდაში ეხმარებიან.

როგორც “წვრთნისა და შეფასების ცენტრის” საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი, გორან პიეტლოვიჩი გვიყვება, სიმულაციურ სიტუაციაში ოფიცრები სხვადასხვა როლს ინაწილებენ და შესაბამის მოქმედებაში გამოსცდიან საკუთარ შესაძლებლობებს. შტაბის წევრები იღებენ ინფორმაციას სხვადასხვა კრიზისული ვითარების შესახებ და ერთობლივად გეგმავენ შესაბამის საპასუხო ოპერაციებს. მათ შორის იღებენ ინფორმაციას სპეციალურად შექმნილი სიმულაციური მედიასაშუალებებიდან და სწავლობენ წყაროთა გადამოწმებას. ასევე, მედიასთან ურთიერთობას და ჩატარებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის გაცემას.

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, გენერალ ვახტანგ კაპანაძის თქმით კი, სწავლების მნიშვნელობა იმაშიც გამოიხატება, რომ მის სიმულაციურ შინაარსში ჩართულია მრავალი ორგანიზაცია და მიმართულება, რომლებთანაც თანამედროვე მოქმედებებში ეფექტური თანამშრომლოებისთვის საჭირო უნარების განვითარება ქართველი ოფიცრებისათვის აუცილებელია.

ნატოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სწავლება საქართველოს თავდაცვით შესაძლობებს გააძლიერებს და ის კიდევ ერთხელ დაადასტურებს ნატოს მზადყოფნას, იყოს საქართველოს პარტნიორი. ასევე,  შეფასდება საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობა ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან.

“ეს [კავკასია], რა თქმა უნდა, არის გამოწვევებით სავსე გეოპოლიტიკური რეგიონი. ახლა, “ნატო-საქართველოს სწავლება 2016″-ის დასრულებით, საქართველოს აქვს უფრო განვითარებული შესაძლებლობები და მზაობა კრისიზთან გასამკლავებლად. საქართველოს სამხედრო ძალებს, ნატოს წევრსა და პარტნიორ ქვეყნებს შეუძლიათ ერთობლივი მუშაობა და პარტნიორობა უფრო ეფექტურად და შეთანხმებულად მრავალეროვან ოპერაციებში,” – აცხადებს გერმანიის სასაზღვრო ძალების მოკავშირეთა ტრანსფორმაციის უმაღლესი სარდლის მოადგილე, ადმირალი მანფრედ ნილსონი და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს განაგრძნობს წინსვლას თავდაცვის სფეროში.

“წვრთნის დასრულებამდე მხოლოდ 2 დღე დარჩა, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ამ დრომდე მიღებული შედეგები იმედის მომცემია. “ნატო-საქართველოს სწავლება 2016″ არ იქნება ბოლო და ჩვენ მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას,” – ამბობს ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი ვილჰელმ გრუნი.

გერმანიის სასაზღვრო ძალების ადმირალი მანფრედ ნილსონი და ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის ხელმძღვანელი გენერალი ვილჰელმ გრუნი 17.11.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

გერმანიის სასაზღვრო ძალების ადმირალი მანფრედ ნილსონი და ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის ხელმძღვანელი გენერალი ვილჰელმ გრუნი 17.11.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

სწავლებას 17 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტი და თავდაცვის მინისტრი დაესწრნენ. 17.11.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

სწავლებას 17 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტი და თავდაცვის მინისტრი დაესწრნენ. 17.11.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ადმირალი მანფრედ ნილსონი 17.11.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ადმირალი მანფრედ ნილსონი 17.11.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

დღეს, 17 ნოემბერს, სწავლების პროცესის გასაცნობად კრწანისის ბაზაზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან ოზორია, გენერალური შტაბის ხელმძღვანელი გენერალი ვახტანგ კაპანაძე, საქართველოს მთავრობისა და ნატოს წარმომადგენლები მივიდნენ. სწავლების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მათ ჯგუფის ხელმძღვანელმა გააცნო.

“ჩვენ გვინდა, განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა იმისათვის, რომ მოვიტანოთ მეტი სიმშვიდე, მეტი სტაბილურობა. ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და გაღრმავება არანაირად არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ერთმნიშვნელოვნად მიმართულია მეტი სტაბილურობისა და სიმშვიდისაკენ.
ქართველი ჯარისკაცები ამას წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ და ამტკიცებენ იმ საერთაშორისო მისიებში, რომლებშიც თანამებრძოლებთან ერთად უზრუნველყოფენ გლობალურ უსაფრთხოებას.” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

"ნატო-საქართველოს სწავლება 2016" - სამხედრო მოსამსახურეები JTEC-ის ბაზაზე თეორიულ სწავლებას გადიან. 17.11.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

“ნატო-საქართველოს სწავლება 2016” – სამხედრო მოსამსახურეები JTEC-ის ბაზაზე თეორიულ სწავლებას გადიან. 17.11.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

“ნატო-საქართველოს სწავლება 2016” პირველი ქართული სწავლებაა, რომელიც ნატოს რეგულარული სწავლებების ციკლშია და მისი განხორციელება მომავალშიც იგეგმება. წელს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად, სწავლებაში ნატოს 11 წევრი, 2 პარტნიორი ქვეყანა და ნატოს სტრუქტურებში შემავალი შტაბების წარმომადგენლები მონაწილეობენ. სულ 250 მონაწილეა. სწავლებაში მონაწილეობენ თურქეთი, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდები, რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ბელგია, სლოვენია, დიდი ბრიტანეთი, აშშ და მათი პარტნიორები – უკრაინა და მაკედონია.

მასალების გადაბეჭდვის წესი