გამოცდების შედგების გაგება გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე და მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით არის შესაძლებელი. ამ სერვისით სარგებლობა ნებისმიერი მობილური ოპერატორის აბონენტს შეეძლება, ამისათვის მათ საგამოცდო ბარათზე წითლად მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გაგზავნონ, წელს უკვე განახლებულ ნომერზე –93 333. მომსახურების საფასურია 50 თეთრი.
როგორც “ნეტგაზეთს” გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ამჟამად სხვა საგნებში ჩატარებული გამოცდების შედეგების დათვლა მიმდინარეობს და ხელმისაწვდომი ეტაპობრივად გახდება, ხოლო, რა ვადაში მოხდება ეს, ზუსტი თარიღი არ სახელდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, გამოცდების ყველა შედეგი, მათ შორის ჩაირცხულთა სიები, 25 აგვისტოსთვის გამოქვეყნდება, ამის შემდეგ კი იმ აბიტურიენთა ვინაობაც გახდება ცნობილი, რომლებმაც სახელმწიფო დაფინანსება მიიღეს.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზოგადი უნარების გამოცდაში მინიმალური კონპეტენციის ზღვარის გადასალახავად აბიტურიენტს 21 სწორი პასუხი უნდა ჰქონოდა. გარდა მედიკოსის, სტომატოლოგის, ფარმაციისა და იურიდიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებისა, სადაც ზღვარი 10%-ითაა გაზრდილი.
გამოცდები ზოგად უნარებში 9 და 10 ივლისს ჩატარდა. დარეგისტრირებული 35 ათასზე მეტი აბიტურიენტიდან გამოცდაზე გამოცხადდა 97%-ზე მეტი, დაიგვიანა ოთხმა. მხოლოდ უნარების გამოცდაში მინიმალური კონპეტენციის ზღვარის გადალახვა საკმარისია იმისთვის, რომ აბიტურიენტი სურვილის შემთხვევაში პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხოს.
სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭებისას, სხვა საგნებთან შედარებით, ზოგადი უნარების ქულის კოეფიციენტი ყველაზე მაღალია. წელს ზოგადი უნარების გამოცდაში აბიტურიენტების 92%-ზე მეტამა შეძლო მინიმალური კონპეტენციის ზღვარის გადალახვა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა საქართველოში 2005 წელს დაინერგა, თუმცა რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ეროვნული გამოცდები არსებული ფორმით 2012 წელს ბოლოჯერ ჩატარდება.