ახალი ამბები

22% პრეზიდენტად “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს ასახელებს, ხოლო 20% – ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს

16 ივლისი, 2012 • • 947
22% პრეზიდენტად “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს ასახელებს, ხოლო 20% – ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს

იმის მიუხედავად , რომ მოქმედ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კონსტიტუციის თანახმად აღარ აქვს უფლება, მესამე ვადით იყაროს კენჭი პრეზიდნეტის პოსტზე, რესპოდენტთა 6%–მა ის მაინც დაასახალა სასურველ პრეზიდენტად.  

4%–მა საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად ქდმ–ის ლიდერი გიორგი თარგამაძე ისურვა, 3% პასუხობს, რომ არც ერთ კანდიდატს  დაუჭერდა მხარს.

NDI-ის კვლევის “საზოგადოების განწყობა საქართველოში” საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ივნისიდან – 22 ივნისის პერიოდში. კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 6,299 ადამიანი გამოიკითხა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida)და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).

მასალების გადაბეჭდვის წესი