ახალი ამბები

10%-ის აზრით, Covid 19-ის გავრცელება 5G-ს უკავშირდება – NDI-ს კვლევა

28 ივლისი, 2020 •
10%-ის აზრით, Covid 19-ის გავრცელება 5G-ს უკავშირდება – NDI-ს კვლევა

NDI-ს ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 10% მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გავრცელება 5G ინტერნეტ ტექნოლოგიას უკავშირდება.

ამის შესახებ ნათქვამია “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის”(NDI) დაკვეთით ივნისში ჩატარებულ კვლევაში, რომელიც საქართველოში საზოგადოების განწყობებს ასახავს.

პარალელურად, საპირისპირო პოზიციას იზიარებს გამოკითხულთა 45%, რომელიც ამბობს, რომ 5G-ს კორონავირუსის გავრცლებასთან კავშირი არ აქვს.

სქრინშოტი NDI-ს კვლევიდან.

კვლევის თანახმად, იმას, რომ 5G კორონავირუსის გავრცელებას არ უკავშირდება, თბილისში გამოკითხულთა 58% ეთანხმება, სხვა ქალაქებში 47%, ხოლო სოფლებში – 32%.


კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველომ ჩაატარა. საველე სამუშაოები 26-30 ივნისს, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩაატარეს. ჯამში, 1 550 დასრულებული ინტერვიუ შედგა. საშუალო ცდომილების ზღვარი  2%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი