საქართველოს დამსახურებული მხატვარი, მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი მერაბ ბერძენიშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მერაბ ბერძენიშვილი 1929 წელს თბილისში დაიბადა. ის ისეთი ცნობილი ქანდაკებების ავტორია, როგორებიცაა “მუზა”, “რუსთაველი”, გიორგი სააკაძე, დავით გურამიშვილი, “კიდევაც დაიზრდებიან…” და სხვა.
ბერძენიშვილი 1975 წელს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა. 1983 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.