8 სექტემბერს ცესკოში 17-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ წარადგინა პარტიული და მაჟორიტარულ სიები. სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო ბლოკს, “თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლო” საარჩევნო რეგისტრაცია გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ გაერთიანება არჩევნებში მონაწილოებას ვეღარ მიიღებს. როგორც ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მიერ გამოცემულ განკარგულებაშია ნათქვამი, ამ გადაწყვეტილების მიზეზია ის გარემოება, რომ ბლოკმა ცესკოს პარტიული სია კანონით დადგენილ ვადაში არ წარუდგინა.
საარჩევნო ბლოკმა “თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლო” 10 სექტემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ცესკოსგან მოითხოვდნენ, რომ საარჩევნო ბლოკი არ მოხსნან რეგისტრაციიდან.
“მრეწველების” განცხადებით, მათ დოკუმენტაცია სრულყოფილად წარადგინეს ცესკოში და მოითხოვენ, რომ არ მოხსნან რეგისტრაციიდან.
ბლოკის ერთ-ერთმა წევრმა, “ჩვენი სამშობლოს” ლიდერმა, ზვიად ჩიტიაშვილმა განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად მშრალი შიმშილობა დაიწყო.