ახალი ამბები

6 პარტია სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებას ემხრობა – Chemikhma.ge

31 აგვისტო, 2016 •
6 პარტია სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებას ემხრობა – Chemikhma.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო, თავისუფალი დემოკრატები, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, “პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის – გირჩი” და რესპუბლიკური პარტია, ვებ-გვერდ Chemikhma,ge-ის კითხვარის მონაცემების თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურის არსებობას საჭიროდ არ მიიჩნევენ.

კითხვაზე, “ემხრობით თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახურის არსებობას?” დადებითად მხოლოდ პარტია “ეროვნული ფორუმი” პასუხობს. მათი განცხადებით ის სავალდებულო უნდა იყოს მხოლოდ კაცებისთვის.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ამომრჩეველს ახალ ვებ-გვერდს Chemikhma.ge-ს სთავაზობს. ვებზე განთავსებულია სპეციალური კითხვარი, რომელიც საჯარო პოლიტიკასთან დაკავშირებული 36 დახურული კითხვისგან შედგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი