ახალი ამბები

რატომ სჩუქნიან პრემირ-მინისტრები ოქროს ბეჭდებს წინასაარჩევნოდ

8 აგვისტო, 2016 • 2066
რატომ სჩუქნიან პრემირ-მინისტრები ოქროს ბეჭდებს წინასაარჩევნოდ

პრემირ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მსგავსად, ახალდაქორწინებულ წყვილს ძვირფასი საჩუქარი, ოქროს ბეჭედი გადასცა. კვირიკაშვილის საჩუქრის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ” სამართლიანი არჩევნები” ავრცელებს, რომელიც შესაძლო კანონდარღვევაზე მიუთითებს და აუდიტის სამსახურს და საქართველოს პროკურატურას მიმართავს, შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და მოახდინოს მასზე სამართლებრივი რეაგირება. აუდიტის სამსახურმა აღნიშნული ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო. 

16691

ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქეს ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა 12.08.2013

2013 და 2016 წლის საჩუქრის გადაცემის შემთხვევები თითქმის იდენტურია. 2013 წელსაც, როდესაც მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ახალდაქორწინებულ წყვილს ბრილიანტის ბეჭდი აჩუქა, წინასაარჩევნო პერიოდი იყო და 2 თვეში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გამართულიყო. უცვლელია საჩუქრის გადაცემის ლოკაციაც, ორივე პრემიერმა საჩუქარი წყვილს შუამთობის დღესასწაულზე გადასცა. იგივეა საჩუქრის ადრესატიც, ორივე შემთხვევაში ოქროს ბეჭდები ახალდაქორწინებულმა წყვილმა მიიღო.

ზემოთაღნიშნულ ორ შემთხვევას ის განსახვავებს, რომ საჩუქრის გადაცემისას გიორგი კვირიკაშვილი მარტო არ ყოფილა. პრემიერთან ერთად ახლად დაქორწინებულებს საჩუქარი გადასცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემაც

“სამართლიანი არჩევნების” ცნობით, ხულოს გამგეობაში აცხადებენ, რომ წყვილისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ გადაცემული ბეჭედი ხულოს გამგეობამ შეიძინა და ის პროგრამის მიხედვით, ახალდაქორწინებულებისთვის ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს უნდა გადაეცა. თუმცა, საბოლოოდ, წყვილს ბეჭედი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ გადასცა, ხოლო პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ წყვილისათვის ბრილიანტის ბეჭდის გადაცემის ფაქტს ხულოს გამგეობა არ ადასტურებს.

image

პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ახალდაქორწინებულ წყვილს საჩუქარს გადასცემს. 06.08.2016 ფოტო: სამართლიანი არჩევნები

,,სამართლიანი არჩევნები“ ავრცელებს ფოტომასალასაც, რომელზეც ჩანს, რომ პატარძალს საჩუქრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ცალ-ცალკე გადასცემენ. როგორც ორგანიზაცია აცხადებს, ორი ბეჭდის საჩუქრად მიღებას ოჯახიც ადასტურებს.

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ამომრჩევლებისათვის საჩუქრების გადაცემის ფაქტი შეიცავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რაც დამოკიდებულია საჩუქრების ღირებულებაზე”,- ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კანონმდებლობის თანახმად, თუ პარტიის წარმომადგენლის მიერ მოქალაქისთვის გადაცემული საჩუქრის ღირებულება 100 ლარს არ აღემატება, ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და გამოიწვევს პარტიის წარმომადგენლის დაჯარიმებას შესაბამისი ქონების ათმაგი ოდენობით. აუდიტის სამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ აღნიშნული სამსახური იმ შემთხვევაში მოახდენს რეაგირებას ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე თუ საჩუქრის ღირებულება 100 ლარს არ აღემატება. იმ შემთხვევაში, თუ გადაცემული საჩუქრის ღირებულება აღემატება 100 ლარს, ქმედება შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

2013 წელსაც პრემიერ მინისტრ ივანიშვილის მიერ ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებითაც ინფორმაცია “სამართლიანმა არჩევნებმა” გაავრცელა. ორგანიზაციის ინფორმაცით, აღნიშნულ ფაქტს სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი