ახალი ამბები

დაარღვია თუ არა პრემიერ-მინისტრმა კანონი ბრილიანიტის ბეჭდის ჩუქებით

12 აგვისტო, 2013 • 1186
დაარღვია თუ არა პრემიერ-მინისტრმა კანონი  ბრილიანიტის ბეჭდის ჩუქებით

ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქეს ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა
ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქეს ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა

ამის  შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია თავის ვებ გვერდზე ავრცელებს. 

 

11 თებერვალს პრემიერ -მინიტრმა, ბიძინა ივანიშვილმა  “შუამთობა – 2013” დღესასწაულის აღვნიშვნის დროს ახლად დაქორწინებულ გუნდალაძეების ოჯახს საჩუქრად ბრილიანტის ბეჭედი გადასცა. ეს ფაქტი გააშუქა აჭარის ტელევიზიამ, მოვლენის ამსახველი ფოტომასალა  აჭარის მთავრობამაც გაავრცელა. 

 

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ ამომრჩევლისათვის საჩუქრის გადაცემის ფაქტი, შესაძლოა, შეიცავდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რაც დამოკიდებულია საჩუქრის ღირებულებაზე.
 
 
თუ პრემიერ- მინისტრის მიერ გადაცემული საჩუქარი არ აღემატება 100 ლარს, მაშინ, შესაძლოა, სახეზე გვქონდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.  სამართლიანი არჩევნები შესაბამის კანონმდებლობასაც განმარტავს: 
 
 
“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანული კანონის 252 მუხლის თანახმად, “პარტიას ეკრძალება კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა გადაცემა”. ამავე კანონის 342 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი სანქციის თანახმად, საარჩევნო მიზნით ფიზიკური პირის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული უკანონო საჩუქრის, შემოსავლის, მომსახურების მიღება, თუ ქონების (მომსახურების) ან გარიგების ღირებულება არ აღემატება 100 ლარს გამოიწვევს პარტიის, პარტიის წარმომადგენლის, იურიდიული პირის დაჯარიმებას შესაბამისი ქონების (მომსახურების) ან შესაბამისი გარიგების ღირებულების ათმაგი ოდენობით და ფიზიკური პირის დაჯარიმებას შესაბამისი ღირებულების ორმაგი ოდენობით.
 
 
თუ პრემიერ მინისტრის მიერ გადაცემული საჩუქრის ღირებულება აღემატება 100 ლარს, მისი ქმედება შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს.
 
 
კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლის თანახმად, „საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ამომრჩევლისათვის ქონების გადაცემა ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით.“
 

მასალების გადაბეჭდვის წესი