ახალი ამბები

თურქეთში აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით 6000 სამხედრო უკვე დააკავეს

17 ივლისი, 2016 • 1208
თურქეთში აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით 6000 სამხედრო უკვე დააკავეს

თურქეთის იუსტიციის მინისტრის, ბეკირ ბოზდაგის განცხადებით, ამ დროისათვის 6000 სამხედრო პირი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის ბრალდებით უკვე დააკავეს. გამოძიება მუშაობას აგრძელებს და მისი თქმით, დაკავებულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება. დაკავებულთა შორის არიან მაღალი წოდების სამხედრო მოსამსახურეები. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, შეტაკებებს სამხედროებსა და პოლიციელებს შორის 265 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის მშდვიდობიან მოქალაქეებიც არიან.

დაკავებული თანამედებობიდან გაათავისუფლეს ასევე 2700-მდე მოსამართლე და პროკურორი. თურქეთი მომხდარში ბრალს აშშ-ში გახიზნულ ყოფილ იმამს, ფატულა გულენს სდებს. თავად გულენი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

15 ივნისს, გვიან ღამით, თურქეთში შეიარაღებული სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი