ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი მხარდაჭერას უცხადებს თურქ კოლეგას

16 ივლისი, 2016 • 1199
საქართველოს პრეზიდენტი მხარდაჭერას უცხადებს თურქ კოლეგას

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ განცხადებები გააკეთა და თქვა, რომ მხარს უჭერს თურქეთის მთავრობას და პირადად პრეზიდენტ რეჯეფ ტაეპ ერდოღანს.

“დარწმუნებული ვარ, დესტაბილიზაცია იქნება დაძლეული, მინდა დავამშვიდო საქართველოს მოსახლეობა, რომ ჩვენს ქვეყანას არ ემუქრება არავითარი საფრთხე”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, საქართველობ ყურადღებით აკვირდება თურქეთში განვითარებულ მოვლენებს, ამ დროისთვის მიღებულია დროებითი ზომა – ჩაკეტილია თურქეთ–საქართველოს საზღვარი, არ განხორციელდება ფრენები თურქეთის მიმართულებით საქართველოდან. ამასთან, ხელისუფლება მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავონ თურქეთში მგზავრობისგან.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ქვეყანა იყოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებისგან მართული, შესაბამიასდ, თურქეთში მიმდინარე მოვლენები ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი