ახალი ამბები

თურქეთის პრემიერის თქმით, სამხედრო გადატრიალებას ფეტულა გულენის მიმდევრები შეეცადნენ

16 ივლისი, 2016 • 1517
თურქეთის პრემიერის თქმით, სამხედრო გადატრიალებას ფეტულა გულენის მიმდევრები შეეცადნენ

თურქეთის პრემიერმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ სიტუაცია თურქეთში უმეტესწილად უკვე კონტროლს ექვემდებარება. მისივე თქმით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის უკან დგანან აშშ–ში დაფუძნებული მუსლიმი კლერეკის ფეტულა გულენის მიმდევრები.

სასულიერო პირი და ყოფილი იმამი ფეტულა გულენი და მისი მრავალმილიონიანი მიმდევრები თურქეთის მთავრობას მანამდეც არაერთხელ დაუდანაშაულებია ხელისუფლების დამხობის მცდელობაში. თავად აშშ–ში დაფუძნებული და გულენთან დაკავშირებული ორგანიზაცია დღევანდელ გადატრიალების მცდელობასთან კავშირს უარყოფს და გმობს შეიარაღებულ დაპირისპირებას.

თურქეთის პრემიერმა ეს გაცხადებები ტელეკომპანია NTV–სთან საუბარში გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი