ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენები განიხილება.
სხდომას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი უძღვება, ესწრებიან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური და გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.
შეგახსენებთ, დღეს დაიწყო სამხედრო გადატრიალება თურქეთში, ადგილი აქვს სამხედრო შეიარაღებულ შეტაკებებს.