ახალი ამბები

აშშ თურქეთის კანონიერ მთავრობას უჭერს მხარს

16 ივლისი, 2016 • 982
აშშ თურქეთის კანონიერ მთავრობას უჭერს მხარს

აშშ–ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოუწოდებს ყველა მხარეს, თურქეთში მხარი დაუჭირონ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას და პრეზიდენტ რეჯეფ ტაეპ ერდოღანს. ინფორმაციას ამის თაობაზე ასოშეიტედ პრესი ავრცელბს.

ობამა მოუწოდებს მათ, თავიდან აიცილონ ძალადობა და სისხლისღვრა ნატოს წევრ ქვეყანაში. თეთრი სახლის ცნობით, პარასკევს ობამასა და სახელმწიფო მდივან ჯონ კერის შორის გაიმართა კონსულტაციები.

ჯონ კერის თქმით, ის ესაუბრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და აბსოლუტური მხარდაჭერა გამოუცხადა თურქეთის არჩეულ მთავრობას.

თურქეთში პარასკევს, 15 ივლისს დაიწყო სამხედრო გადატრიალების მცდელობა, სამხედრო შეიარაღებული დაჯუფებები გამოჩნდნენ სტამბოლის ქუჩებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი