ახალი ამბები

პარტიების სატელევიზიო რეკლამა ბიუჯეტიდან დაფინანსდება

27 იანვარი, 2012 • • 1305
პარტიების სატელევიზიო რეკლამა ბიუჯეტიდან დაფინანსდება

წელს პარტიები სატელევიზიო რეკლამისთვის ბიუჯეტიდან 2 229 291 ლარს მიიღებენ, თუკი პარლამენტი დაამტკიცებს  ახალი საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის ავტორიც პავლე კუბლაშვილია.

ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საარჩევნო წელს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა დაფინანსება სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარად.

წელს პოლიტიკური პარტიები სატელევიზიო რეკლამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 2 229 291 ლარს მიიღებენ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუპლაშვილის განცხადებით,  აღნიშნული თანხიდან 600 ათასს ლარს მიიღებს მმართველი პარტია “ნაციონალური მოძრაობა”.  “მრეწველები” სატელევიზიო რეკლამისთვის – 213 912 ლარს, 200– 200 ათას ლარს “ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა” და  “ქრისტიან–დემოკრატიული სახალხო პარტია” მიიღებენ. ასევე 200 ათასი ლარით დაფინანსდება პარტია ,,ევროპელი დემოკრატები“.  აღნიშნული სამი პარტია 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას ერთ ბლოკში იყვნენ გაერთიანებული.

117 405 ლარს მიიღებენ: ,,ახალი მემარჯვენეები“, ,,სალომე ზურაბიშვილი–საქართველოს გზა“, ,,თავისუფალი დემოკრატები“ და “რესპუბლიკური პარტია”. ბოლო არჩევნებში ისინიც ერთ საარჩევნო  ბლოკს წარმოადგენდნენ.

ხოლო  115 253 ლარით სათითაოდ დაფინასდებიან: კონსერვატიული პარტია, ,,ხალხის პარტია“ და მოძრაობა ,,სამართლიანი საქართველოსთვის“, რომლებიც არჩევნებში ეროვნული საბჭოს სახელით მონაწილეობდნენ.

რეკლამის განთავსებისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობის გაანგარიშება შემდეგნაირად ხორციელდება: შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება სამზე და საარჩევნო სუბიექტში შემავალი პოლიტიკური გაერთიანებების რაოდენობაზე იყოფა. ამასთან, წესდება ზედა ზღვარიც და ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის (საარჩევნო სუბიექტში შემავალი გაერთიანებებისათვის ჯამურად) განკუთვნილი თანხის ოდენობა 600 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

თანხას მიიღებს ყველა ის პარტია, ვინც უკანასკნელ არჩევნებში აჩვენა შედეგი.

2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების თანახმად, ნაციონალურმა მოძრაობამ  ხმათა 65,75 პროცენტი მიიღო (1 119 210 ხმა), ხმათა 11,94 პროცენტი(203 371ხმა)  მეორე ადგილის მფლობელმა, “ქრისტიან-დემოკრატებმა” ( ქდმ, ქდმ – სახალხო პარტია, “ჩვენ თვითონ”), მიიღო.

9,19% (156 540ხმა ) მიიღეს ერთ ბლოკში გაერთიანებულმა– “თავისუფალმა დემოკრატებმა”, “მემარჯვენეებმა”, რესპუბლიკელებმა და “საქართველოს გზამ”.  4,19% (71 304) – “მრეწველებმა”. ხმათა 6,77 პროცენტით (115 253ხმა)მეოთხე ადგილი დაიკავა ეროვნულმა საბჭომ (კონსერვატიული პარტია, ,,ხალხის პარტია“ და მოძრაობა ,,სამართლიანი საქართველოსთვის“). ბოლოს კი, ხმათა 4,19 პროცენტის(71 304ხმა) მფლობელი პარტია ,,მრეწველები“ პარტია გახდა.

საარჩევნო წელს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარავად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით დაფინანსების გამოყოფის საკითხი უახლოეს პერიოდში “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში აისახება.

კანონპროექტის ინიციატორი  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილია.

ცვლილების ინიცირება პარლამენტში მომავალ კვირას მოხდება, მისი განხილვა კი საგაზაფხულო სესიაზე დაიწყება. პარლამენტის საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი