ახალი ამბები

დადიანის ქუჩაზე მდებარე ისტორიულ სახლში სავარაუდოდ ე.წ. სათავსო-მაცივარი აღმოაჩინეს

16 ივნისი, 2016 • 3086
დადიანის ქუჩაზე მდებარე ისტორიულ სახლში სავარაუდოდ ე.წ. სათავსო-მაცივარი აღმოაჩინეს

შალვა დადიანის ქუჩის 32 ნომერში მდებარე ისტორიული სახლის სარდაფში სათავსო აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ ე.წ. მაცივარია, გრილი სათავსო, სადაც თბილისელები სურსათს ინახავდნენ.

აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში და მის გვერდით მდებარე დადიანის 34 ნომერში სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს.

ფონდის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაობის მიმდინარეობისას, მას შემდეგ, რაც შენობაში იატაკი აყარეს, სათავსო გამოჩნდა. ფონდი აცხადებს, რომ სათავსოს შეინარჩუნებენ, მანამდე კი ადგილზე არქეოლოგები მუშაობენ, რომლებიც შეისწავლიან, თუ რა პერიოდისაა ეს ნაგებობა და რა დანიშნულებით იყენებდნენ მას.

ფონდის ცნობით, როგორც სპეციალისტები ამბობენ, სათავსო შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული მაცივარი, რომელსაც იმდროინდელი თბილისისთვის დამახასიათებელი იყო.

ე.წ. მაცივარი შალვა დადიანის ქუჩაზე მდებარე სახლში. ფოტო: ტფილისის ჰამქარი

ე.წ. მაცივარი შალვა დადიანის ქუჩაზე მდებარე სახლში. ფოტო: თბილისის განვითარების ფონდი

თბილისის განვითარების ფონდი განმარტავს, რომ შენობის აღდგენაში იგულისხმება შენობის რესტავრაცია, კონსტრუქციული გამაგრება, საძირკვლის გამაგრება, დეკორატიული ელემენტების აღდგენა.

სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში გამოიცვლება სახლის სახურავი და საინჟინრო-საკომუნიკაციო სისტემები. რეაბილიტაციის შედეგად შალვა დადიანის ქ. N34/17 და N32-ში მდებარე ისტორიული შენობები ძველ იერსახეს დაიბრუნებს, ამბობს ფონდი.

მასალების გადაბეჭდვის წესი