ახალი ამბები

ჯეჯელავა თსუ-ში მიმდინარე პროცესებზე: ჩვენ აუცილებლად შევთანხმდებით

4 ივნისი, 2016 • 1356
ჯეჯელავა თსუ-ში მიმდინარე პროცესებზე: ჩვენ აუცილებლად შევთანხმდებით

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას დაპირისპირებულ მხარეთა მოლაპარაკების პროცესში, რადგან დარწმუნებულია, რომ ორივე მხარის ინტერესი უნივერსიტეტის გაუმჯობესებაა.

“სიღრმისეული ინტერესი ყველა სტუდენტის- მიუხედავად იმისა, ასე ვთქვათ, რომელ პოზიციას მიეკუთვნებიან ისინი დღეს- არის, რომ უნივერსიტეტი გახდეს უკეთესი, ის, რომ უნივერსიტეტმა უკეთესად მისცეს საშუალება სტუდენტებს მართველობის პროცესში ჩართვისა.

მე დარწმუნებული ვარ, რადგან საერთო ინტერესები სახეზეა და რადგან არავინ ისახავს მიზნად რაიმე დესტრუქციულს, ჩვენ აუცილებლად შევთანხმდებით. მეც აუცილებლად მივიღებ ამ პროცესში მონაწილეობას,” – განაცხადა მინისტრმა.

ალესანდრე ჯეჯლავამ განათლების მინისტრის პოსტზე თამარ სანიკიძე 3 ივნისს შეცვალა.

ვრცლად იმ მოვლენების შესახებ, რამაც გამოიწვია თსუ–ში აუდიტორია 115–ის და სტუდენტური თვითმმართველობის დაპირისპირება და სტუდენტების საპროტესტო აქციები, იხილეთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი