Interviewsახალი ამბები

კვირიკაშვილმა ალექსანდრე ჯეჯელავა განათლების მინისტრის პოსტზე წარადგინა

3 ივნისი, 2016 • 2429
კვირიკაშვილმა ალექსანდრე ჯეჯელავა განათლების მინისტრის პოსტზე წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 3 ივნისს განათლების მინისტრის თანამდებობაზე ალექსანდრე ჯეჯელავას კანდიდატურა წარადგინა. პრემიერმა მინისტრი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან დაითხოვა.

ალექსანდრე ჯეჯელავა მართვის აკადემიის მფლობელი და ხელმძღვანელია.  მართვის აკადემია საქართველოს ბიზნეს, სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ტრენინგების კურსს სთავაზობს.  ჯეჯელავა აკადემიის ერთ-ერთი მთავარი  ტრენერია ზოგადი მენეჯმენტის, გაყიდვების მართვის, დროის მართვის და პროექტების მართვის მიმართულებით.

ჯეჯელავას სახელმწიფო და კომერციული სექტორის ორგანიზაციებთან მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს როგორც უშუალოდ მენეჯმენტის, ასევე ტრენინგის კუთხით.

ალექსანდრე ჯეჯელავა არის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (MBA) ზოგადი მენეჯმენტის მიმართულებით და საერთაშორისო სერტიფიცირებული ქოუჩი (Erickson International).

ჯეჯელავა განათლების მინისტრის თანამებობაზე თამარ სანიკიძეს შეცვლის. სანიკიძე პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან 3 ივნისს გადააყენა, თუმცა მიზეზი არ დაუსახელებია. პრემიერის განცხადებით, თამარ სანიკიძე გუნდში რჩება და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი მისი ახალი მანდატის შესახებ, “რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი