ახალი ამბები

იურიდიულმა კომიტეტმა ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო

1 ივნისი, 2016 • 1172
იურიდიულმა კომიტეტმა ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელი განიხილა, კენჭი უყარა და გადაწყვეტილება ვერ მიიღო. კენჭისყრისას კანონპროექტს მხარი ექვსმა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ორმა წინააღმდეგ მისცა ხმა. გადაწყვეტილების მისაღებად 7 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელს 30 მაისს მხარი არც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებმა  დაუჭირა მხარი, თუმცა ეს გადაწყვეტილება ხელს არ უშლის კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

“რესპუბლიკური პარტიის” მიერ ინიცირირებული ე.წ. გერმანული მოდელით, შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში სპეციალური ფორმულით გამოითვლება იმ პარტიის საპარლამენტო მანდატების რაოდენობა, რომლებიც გადალახავენ 5%-იან ბარიერს.

ე.წ. გერმანული საარჩევნო სისტემა მანდატების განაწილების ახალ წესს ადგენს შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში.”ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ეს სისტემა საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება, რასაც არ ეთანხმებიან კანონპროექტის ავტორი ვახტანგ ხმალაძე და კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი