ახალი ამბები

ეუთო/ოდირმა ძალიან მძიმედ დატუქსა ოპოზიცია – მდინარაძე

6 თებერვალი, 2020 •
ეუთო/ოდირმა ძალიან მძიმედ დატუქსა ოპოზიცია – მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ეუთო/ოდირმა ძალიან მძიმედ დატუქსა ოპოზიცია და უთხრა, რომ ეუთო/ოდირი არ არის ის ადგილი, სადაც განსჯიან კონსტიტუციურობის საქმეს და ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივა.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო სახალხო დამცველიც, რომელსაც კანონპროექტი კონსტიტუციურობის შესასწავლად ეუთო/ოდირში გააგზავნინა.

“იქ არის გაგზავნილი პრაქტიკულად დამახინჯებული გერმანული მოდელი ავღანური ელემენტებით იმიტომ, რომ გერმანულ მოდელს არ ახასიათებს მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები, ჩაკეტვა 150-ზე და ა.შ. ეუთო/ოდირმა კონსტიტუციორობაზე არ იმსჯელა. თქვა, რომ ნებისმიერი მოდელი არის ლეგიტიმური და სახელმწიფოს გადასაწყევტია, რომელს არიჩევს. ასევე, იყო მითითება შიდა კონსენსუსზე და ხარვეზებზე”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გამოქვეყნდა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (ODIHR) ოფისის მიერ მომზადებული დასკვნა ოპოზიციის მომზადებულ ცვლილებათა პაკეტზე, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას ეხება. საუბარია ე.წ. გერმანული მოდელის ადაპტირებულ ვარიანტზე მრავალმანდატიან ოლქებში. დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ადგილობრივმა სასამართლოებმა უნდა მიიღონ.

რა წერია ეუთო/ODIHR-ის დასკვნაში

მასალების გადაბეჭდვის წესი