ახალი ამბები

კონფლიქტის ზონაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

9 აპრილი, 2016 • 1375
კონფლიქტის ზონაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

კირბალის მცხოვრები ეროსი თაყაძე შეიარაღებულმა პირებმა 9 აპრილს დააკავეს. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ამ დროისთვის ის ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორშია გადაყვანილი.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, თაყაძე სოფლის განაპირას მსხილფეხა პირუტყვს მწყემსავდა, როდესაც დააკავეს.  ცხინვალი მას საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებს.

კირბალი ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მოსაზღვრე სოფელია.

სხვადასხვა დროს  საქართველოს არაერთი მოქალაქე დააკავეს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის სიახლოვეს ანალოგიური ბრალდებით რუსმა სამხედროებმა. ამ ბრალდებით  დაკავებულებს ცხინვალი ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებს.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი 9 აპრილს კირბალიდან გატაცებული ეროს თაყაძის სახლში მივიდა და დაპირდა, რომ მისი შვილის უმოკლეს დროში გასათავისუფლებლად სახელმწიფო უწყებები ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს გამოიყენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი