დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინ ქუთაისის მეტალურგიური ქარხანა “ჰერკულესის” თანამშრომლების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. მონაწილეები ქარხანაში მომუშავეებისთვის პირობების გაუმჯობესებას, სამსახურიდან დათხოვნილი 6 მუშის აღდგენასა და დაკავებული მეტალურგების გათავისუფლებას მოითხოდნენ. აქციაში მშენებელთა და ტრანსპორტის პროფკავშირების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სამინისტროს მხრიდან ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ, მათ არც აქციის მონაწილეებისთვის გაუციათ პასუხი.
ამავე თემაზე:
პროფკავშირებმა პერმამენტული აქციები დაიწყო
პერმანენტული აქციები გაფიცული მეტალურგების მხარდასაჭერად

![მეტალურგების მხარდამჭერი აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან [VIDEO]](https://netgazeti.ge/wp-content/themes/netgazeti/images/no-featured-image.png)





