„დაუბალანსებელია შრომის კოდექსი, დამსაქმებელს არა მარტო უფლებები აქვს მინიჭებული, არამედ ძალაუფლებას ფლობს საწარმოში, რომ დასაქმებულზე განახორციელოს ყველანაირი დისკრიმინაცია, ზეწოლა და ასე შემდეგ,“ – განაცხადა საქართველოს მეტალურგიული და სამთო –მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელმა თამაზ დოლაბერიძემ.

 

იმერეთის მეტალურგიული და სამთო– მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილის გოგა ბრეგვაძის თქმით, შრომის კოდექსის შეცვლის გარდა, მოითხოვენ აღდგეს მძიმე, საშიშ და მავნე სამუშაოებისთვის დანამატები.

“ჰერკულესის” ქარხნის მუშების განცხადებით, მათ ჯერ კიდევ არაადამიანურ პირობებში უწევთ მუშაობა. როგორც ისინი ამბობენ, ინვესტორი პირდაპირ ეუბნება, ან დაეთანხმეთ ჩვენს მოთხოვნებს, ან წადითო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *